მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას ნატა იმედაიშვილი შეასრულებს

02 სექტემბერი 2016, 00:00 3646 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭომ თავმჯდომარე ვერ აირჩია. ამ თანამდებობაზე ორი პრეტენდენტი დასახელდა. გიორგი ირემაძემ თავმჯდომარის პოსტზე ნატა იმედაიშვილის კანდიდატურა დაასახელა,  ბეჟან გობაძემ კი საკუთარი კანდიდატურა წარადგინა. ფარული კენჭისყრის შედეგად ხმები გაიყო, თითოეულმა კანდიდატმა ორ-ორი ხმა მიიღო,  თავმჯდომარის ასარჩევად კი  მრჩეველთა საბჭოს სრული შემადგენლობის  ნახევარზე მეტი,  ანუ სამი ხმა იყო საჭირო. კანონის თანახმად, მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობას მოადგილე, ამ შემთხვევაში ნატა იმედაიშვილი შეასრულებს. მრჩეველთა საბჭოს თავმჯომარის და წვერის პოზიცია ზაზა ხალვაშმა 19 აგვისტოს დატოვა, რის შემდეგაც მრჩეველთა საბჭოს 5 წევრიანი შემადგენლობა ერთით შემცირდა. ბორდის მეხუთე წევრი უმაღლესმა საბჭომ უნდა აირჩიოს. თუ პროცედურა არჩევნებამდე ვერ მოესწრო გადაწყვეტილებების მიღება აჭარის მრჩეველთა საბჭოს ოთხწევრიან შემადგენლობას მოუწევს.  მათ შორის  ტელევიზიის დირექტორის არჩევა. ამიტომ არ არის გამორიცხული ხმები დირექტორის არჩევნებზეც გაიყოს. 

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში