ბათუმის დინამოს კიდევ ერთი გამარჯვება

14 სექტემბერი 2019, 21:59 2548 ნახვა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 27-ე ტურში ,,დინამო’’ ბათუმმა ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოიპოვა. შავიზღვისპირელებმა ,,ანგისის საფეხბურთო ბაზაზე’’ თბილისის ,,ლოკომოტივი’’ 2:1 დაამარცხა. შეხვედრის 35-ე წუთზე ანგარიში ბათუმელთა მხრიდან  ვლადიმერ მამუჩაშვილმა გახსნა და ,,დინამომ’’ პირველი ტაიმი მოიგო. მეორე ტაიმში 61-ე წუთზე ჯოვინო ფლამარიონმა სხვაობა ორამდე გაზარდა.71-ე წუთზე ბათუმელებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი .

27 ტურის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი 55 ქულით პირველ ადგილზეა.ბათუმელთა უახოლესს მდევარს თბილისის ,,დინამოს’’ 51 ქულა აქვს , თუმცა დედაქალაქელებს 2 თამაშით ნაკლები აქვთ ჩათარებული.

შემდეგ მატჩს ,,დინამო’’ ბათუმი  20 სექტემბერს ,,ანგისის ბაზაზე’’ თბილისის ,,საბურთალოს’’  წინააღმდეგ გამართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში