გარიგება ივანიშვილის სახლში მთავარი პროკურორის მონაწილეობით - მამუკა ხაზარაძის სკანდალური განცხადება

13 სექტემბერი 2019, 21:13 1221 ნახვა

თავისუფალი ბიზნეს - გარემო, თუ სახლებში გარჩეული საქმეები - მოძრაობის დაარსებიდან პირველივე დღეს მამუკა ხაზარაძე სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს. ბიძინა ივანიშვილს პატარა სახელმწიფოს უწოდებს, რომელიც საქმეებს სოლოლაკში არჩევდა.

თქვა, რომ ვანო ჩხარტიშვილი ივანიშვილის დახმარებით “თიბისი ბანკისგან” 30 მილიონი დოლარის მიღებას ცდილობდა. ამასთან ამბობს, რომ შეხვედრას, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, მაშინდელი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძეც ესწრებოდა.

საპასუხო განცხადება უკვე გაავრცელა შეხვედრის კიდევ ერთმა მონაწილე ვანო ჩხარტიშვილმა. იგი ხაზარაძეს ტყუილში ადანაშაულებს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში