კანალიზაცია კორსპუსის ქვეშ, ანტისანიტარია და მწერები მთელ კორპუსში

12 სექტემბერი 2019, 21:55 1650 ნახვა

კანალიზაცია კორსპუსის ქვეშ, ანტისანიტარია და მწერები მთელ კორპუსში - ასეთი ვითარებაა ჩაქვში, ბათუმის ქუჩაზე არსებულ შენობაში, რომელშიც ათობით ოჯახი ცხოვრობს. მოქალაქეები 2 წლის წინ ქობულეთის მერიის მიერ პრობლემის მოსაგვარებლად დახარჯული 30 ათასი ლარის ეფექტიანობას ეჭვქვეშ აყენებენ.

ამბობენ, რომ ამ ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემა არ არსებობს, მოწყობილი შემკრები ავზი კი კანალიზაციის წყალს პრაქტიკულად უკან აბრუნებს. გვიყვებიან, რომ შექმნილი მძიმე ვითარების გამო წელს შემოსავლის მიღება ვერ შეძლეს - ამ კორპუსში დასვენებაზე ტურისტებმა უბრალოდ უარი თქვეს. ტურისტებთან ერთად კი ადგილობრივებსაც ამ პირობებში დაავადებების შიში აქვთ.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში