ხაზარაძის პოლიტიკური გეგმები - შეფასებები

12 სექტემბერი 2019, 21:19 2825 ნახვა

ჯერ საზოგადოებრივი მოძრაობის, პერსპექტივაში კი პოლიტიკური „ლელოს“ დაფუძნება თითქმის ერთნაირი მესიჯბოქსით შეაფასეს მმართველი გუნდის დეპუტატებმა. ახსენეს სიტყვები „მდარე“ და „ირონია.“ ის რომ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე, ძველებთან თანამშრომლობას არ აპირებს ეს დღეს ხაზარაძემ ღიად განაცხადა, თუმცა სად და ვისთან გადაიკვეთება გზები ამას წინასწარ ვერ პროგნოზირებენ.

სწორედ გადაკვეთა აინტერესებთ ახლა სხვა პოლიტიკურ პარტიებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი ძალის გამოჩენას პოლიტკორექტულად დადებითად აფასებენ, ქვეყანაში მყოფებისგან განსხვავებით კი ამავე პარტიის ლიდერი სააკაშვილი ხაზარაძეში წვრილ მევახშეს ხედავს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში