აკი ბაშოს მეოთხე დღეს ტოჩინოშინს მსაჯებმა მარცხი ჩაუთვალეს 

11 სექტემბერი 2019, 13:22 1866 ნახვა

აკი ბაშოს მეოთხე დღეს ლევან გორგაძე კომუსუბი აბის შეხვდა და გაიმარჯვა, მაგრამ მსაჯების გადაწყვეტილებით, რადგან ორთაბრძოლის დროს მეტოქეს თმაზე მოქაჩა და ისე დააგდო დოჰიოზე, ტოჩინოშინს წაგება ჩაუთვალეს.

ეს ქართველი ფალავნის მესამე მარცხია და მისი ბალანსი ახლა 1:3-ზეა. ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე მაეგაშირა ტომოკაძე იქნება, ვისაც აქამდე არ შეხვედრია. ოძეკის წოდების შესანარჩუნებლად ლევანმა აკი ბაშოზე დადებითი ბალანსის მიღწევა უნდა შეძლოს.

წარუმატებელი დღე გამოდგა თეიმურაზ ჯუღელისთვისაც. გაგამარუმ, ჯურიოს მე-9 ნომერ იჩიამამოტოსთან ბრძოლაში შიტატედაშინაგეს ილეთით მარცხი განიცადა. გაგამარუს ამ შეხვედრის შემდეგ თანაბარი ბალანსი გაუხდა - 2:2. ცნობისთვის ორივე ქართველი სპორტსმენი ბაშოზე ტრავმით ასპარეზობს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში