საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით გამართული ბათუმის ხელოვნების ფესტივალი გალა კონცერტით დასრულდა

11 სექტემბერი 2019, 09:36 1609 ნახვა

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი პიანისტის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტით დაიხურა. ახალგაზრდა ვირტუოზებმა ბათუმის დრამატულ თეატრში მსოფლიო კლასიკოსების ნაწარმოებები შეასრულეს.

ბათუმის შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის და იუნესკოს პატრონაჟით 1-10 სექტემბერს მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა მსოფლიოს არაერთმა ცნობილმა შემსრულებელმა მიიღო.  გალა კონცერტს პრეზიდენტიც  დაესწრო.  

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში