შავი ზღვის აუზის ქვეყნებმა ზღვაში ძებნა-გადარჩენის თანამშრომლობაზე ისაუბრეს

11 სექტემბერი 2019, 11:21 952 ნახვა

მიღწეულ შედეგებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს დღეს ძებნა-გადარჩენის რიგით მე-15 კონფერენციაზე. ღონისძიება შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და შავ ზღვაზე ძებნა-გადარჩენის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას ემსახურება.

ქართული მხარე ამბობს, რომ სრული მზაობაა ამ მიმართულებით საზღვაო სატრანსპორტო სააგენტოში, გადამზადებულია თანამშრომლები და ასევე შემცირებულია ძებნის სტატისტიკა.  

ღონისძიებას, რომელსაც მაღალი რანგის სტუმრები ესწრებიან , საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უწევს ორგანიზებას და ის  ხვალ დაიხურება. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში