ხალას სკოლაში სასწავლო პროცესი 16 სექტემბერს არ დაიწყება

11 სექტემბერი 2019, 11:38 2084 ნახვა

ორშაბათს, 16 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი იწყება. სწავლა განახლდება აჭარაში მოქმედ 228 საჯარო სკოლაშიც, გამონაკლისი ხალას საჯარო სკოლა იქნება.

16 სექტემბერს ხალას საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი არ განახლდება. მიზეზი სკოლაში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებია. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით მშენებარე კომპანიასთან ხელშეკრულება გონივრულ ვადაში 2019 წლის 1 ივნისს გაფორმდა და კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად 4 თვიანი ვადა მიეცა. სამინისტროში ამბობენ, რომ სასწავლო პროცესი ხალას საჯარო სკოლაში 30 სექტემბერს განახლდება, გაცდენილი საათები კი შაბათის ხარჯზე ანაზღაურდება.

აჭარაში სულ 229 საჯარო სკოლა ფუნქციონირებს. წელს აჭარის კერძო და საჯარო სკოლებში სულ 5 558 პირველკლასელი წავა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში