78 %-ით შემცირებული უცხოური ინვესტიციები აჭარაში

10 სექტემბერი 2019, 21:35 310 ნახვა

სწორედ ანაკლიის პორტის პროექტისთვის გათვალისწინებულ ინვესტიციას ასახელებს ერთ-ერთ მიზეზად ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რაც მისივე თქმით საინვესტიციო მაჩვენებლებს წელს დააკლდა. ფაქტია პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირებულია.

ვითარება გაცილებით თვალშისაცემია აჭარის შემთხვევაში. თუ საქართველოს მასშტაბით თითქმის 54-პროცენტიანი კლება ფიქსირდება, აჭარაში ეს ციფრი 80 პროცენტს აღწევს. ადგილობრივი ხელისუფლება ფსონს პროგნოზზე და პოზიტიურ ცვლილებებზე დებს, ოპოზიცია კი ნდობის დაბალ მაჩვენებელზე საუბრობს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში