გია ვოლსკი მისი განცხადებით რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს - გიორგი მუჩაიძე 

10 სექტემბერი 2019, 19:09 1930 ნახვა

"საქართველოს ატლანტიკური საბჭოს" აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ გია ვოლსკიმ დღეს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, როცა გია ვოლსკიმ რასმუსენის არასწორი თარგმანი წაიკითხა და მასზე კომენტარი გააკეთა. 

"როცა ნატოს ყოფილ გენერალური მდივნის განცხადებაზე კომენტარს აკეთებ პოლიტიკოსი, ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინო და მინიმუმ გაეცნო განცხადების სწორ თარგმანს. ეს მიუღებელია, მით უფრო, როცა შენი კომენტარი სერიოზულად ურტყამს საქართველოს ინტერესებს და რუსული პროპაგანდით იმ ხაზს მიჰყვება, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება ოკუპირებული ტერიტორიების დაკარგვის ხარჯზე მოხდება" - განაცხადა მუჩაიძემ აჭარის მაუწყებელთან ეთერში და განმარტა, თუ რას გულისხმობდა რასმუსენი საქართველოს გერმანული მიწების მოდელით ნატოში შესაძლო შე. 

რასმუსენმა რაც თქვა, თარგმნის დროს იყო შეცდომა. მას არ უთქვამს, რომ ნატოში საქართველო ტერიტორიების გარეშე უნდა შევიდეს. მან თქვა, რომ საქართველო მთლიანი ტერიტორიით ერთიანდება ნატოში, ამასთან მე-5 მუხლი, რომელიც ნატო წევრების სამხედრო დახმარებას გულისხმობს თავდასხმის შემთხვევაში, ეს ვალდებულებები ისიც დროებით არ გავრცელდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე. 

ეს ძალიან ლოგიკურია, რადგან თუ ეს მუხლი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გავრცელდება, მაშინ გამოდის რომ ნატომ უნდა დაიწყოს რუსეთთან ომი. რასმუსენმა მაგალითად გერმანული მოდელი მოიყვანა, რადგან  აღმოსავლეთ გერმანია ოკუპირებული იყო ნატოში გაწევრიანდა. ანუ, ასეთ პრეცედენტი ნატოს აქვს - ამბობს მაჩაიძე.  

"ქართული ოცნების" ლიდერმა, დღეს ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენს განცხადებაზე თქვა, რომ საქართველო მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებით გაწევრიანდება რომელიმე ორგანიზაციაში და განმარტა, რომ ამით რასმუსენს უპასუხა

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში