საქსტატის მონაცემებით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა

10 სექტემბერი 2019, 18:11 1672 ნახვა

საქსტატის მონაცემებით საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განახევრდა, ეს აისახა აჭარაზეც. თუ წინა წელს ამავე პერიოდში ინვესტიციები 100 მილიონ დოლარს აღწევდა, წელს ფინანსები თითქმის ხუთჯერ შემცირდა.

ოპოზიციაც და ექსპერტებიც აღნიშნავენ, რომ ეს მთავრობის არათანმიმდევრული პოლიტიკის ბრალია, რაც ინვესტორებში უნდობლობას იწვევს, ინვესტიციების 5-ჯერ შემცირებას მთავრობაში საგანგაშოდ არ თვლიან და უკვე 2019 წელს ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებენ და სამომავლო პროექტებს აანონსებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში