ბოდიში უნდა მომიხადოთ - ირმა ინაშვილი დევიდ კრამერს

10 სექტემბერი 2019, 16:02 1554 ნახვა

თქვენ მე ბოდიში უნდა მომიხადოთ, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს დეპუტატს-უთხრა დევიდ კრამერს ირმა ინაშვილმა.

აშშ-ს მდივნის ყოფილი თანაშემწე, რამდენიმე საათის წინ, საერთაშორისო კონფერენციის დარბაზში შესულ ირმა ინაშვილსა და ობიექტივის ჟურნალისტებს დარბაზის დაატოვებინა, რასაც შელაპარაკება მოჰყვა. ირმა ინაშვილი კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრი ამბობდა, რომ გუშინ კონფერენციაზე მის პარტიაზე საუბრობდნენ და მათთვის პასუხის გაცემა სურდა. 

''საქართველოს პარლამენტის წევრს აქვს უფლება თავისუფლად გადაადგილდეს, შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში და კონფერენციაში მიიღოს მონაწილეობა. დღეს საქართველოს კონსტიტუციისადმი  უპასუხისმგებლობა დამსწრე საზოგადოების ნაწილმა და პირველ რიგში ორგანიზატორებმა გამოიჩინეს. არ სცეს პატივი საქართველოს პარლამენტის წევრს. რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტის წევრი ხარ თუ არა, საქართველოს მოქალაქე მოვიდა და სურდა დასწრებოდა კონფერენციას. მე მგონი ამაში საშიში არაფერია. დემოკრატია და პლურალიზმი ნიშნავს იმას, რომ მოვისმინოთ ყველას აზრი. 

გუშინ მთელი დღის განმავლობაში ბოკერია საუბრობდა ჩემზე. დამახინჯებული ინფორმაცია და ციტატები მიაწოდა საერთაშორისო პარტნიორებს, მეც მქონდა სრული უფლება მივსულიყავი კონფერენციაზე და მომეთხოვა რამდენიმე წუთით სიტყვით გამოსვლა. უფრო ადრე მოვედი ვიდრე ე.წ. რუსული პანელი დაიწყებოდა'' - უთხრა ინაშვილმა ჟურნალისტებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში