თაგვები საწარმოში, სადაც ფალსიფიცირებული ხორცით ნახევარფაბრიკატებს ამზადებდნენ - საგამოძიებო 

10 სექტემბერი 2019, 10:31 2282 ნახვა

საგამოძიებო სამსახურმა სამი საწარმო გამოავლინა, სადაც ფალსიფიცირებული ხორცის ნახევარფაბრიკატებს ამზადებდნენ, რომელთა შემადგენლობა ეტიკეტზე მითითებულ მონაცემებს არ შეესაბამებოდა.

მაკონტროლებლებმა კახეთში კვების პროდუქტების ფალსიფიკაციის სამი ფაქტი გამოავლინეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, მუხლი 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი