იუნესკოს მშვიდობის არტისტი ბათუმში საქველმოქმედო კონცერტს მართავს 

09 სექტემბერი 2019, 21:47 1509 ნახვა

შოპენის, შუბერტის და მიშელ სონის მუსიკალური ნაწარმოებები ელისო ბოლქვაძის შესრულებით. ცნობილი პიანისტის კონცერტი ბათუმის ბულვარში ღია ცის ქვეშ გაიმართა.  იუნესკოს მშვიდობის არტისტის კონცერტი საქველმოქმედოა და ორგანიზატორების განცხადებით გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად მოხმარდება ბათუმში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების საჭიროებებს. ღონისძიება ადგილობრივი ხელისუფლების და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციის ხელშეწყობით გაიმართა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში