ხულოში სამი საბავშვო ბაღი აშენდა, თუმცა მათი გახსნა ახალ სასწავლო წელს ვერ ხერხდება 

09 სექტემბერი 2019, 21:41 422 ნახვა

16 სექტემბერს სააღმზრდელო პროცესი იწყება საბავშვო ბაღებშიც. მართალია მაღალმთიან აჭარაში ბევრი სოფელია ბაღის გარეშე დარჩენილი და ბევრი მოზარდი რჩება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გარეშე, ჩვენ გიყვებით იმ სოფლებზე, რომლებშიც საბავშვო ბაღებისთვის შენობები უკვე აგებულია, ჩაბარებულია, მაგრამ სააღმზრდელო პროცესი მაინც არ იწყება.

ასეთია რიყეთი, ბოძაური და ზემო ვაშლოვანი. მერიაში გვარწმუნებენ, რომ ინვენტარს უახლოეს პერიოდში შეიტანენ და ბაღებს ნოემბერში გახსნიან. ოპოზიცია კი კორუფციულ სქემებზე და აუდიტის სამსახურის არაეფექტიან მუშაობაზე მიუთითებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი