საქართველოს ნაკრებმა დანიას ფრედ 0:0 ეთამაშა

09 სექტემბერი 2019, 12:22 1397 ნახვა

ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში საქართველოს ნაკრებმა დანიას ფრედ 0:0 ეთამაშა.ძლიერ მეტოქესთან ვლადიმერ ვაისის გუნდმა შედეგზე ორიენტირებული მატჩი ჩაატარა და მეტოქეს გოლის გატანის საშუალება არ მისცა.

5 ტურის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ,,დ’’ ჯგუფში, 4 ქულით ბოლოს წინა  ადგილზე იმყოფება. ფიფას რეიტინგში დანიის ნაკრები მე-13 ადგილზეა,  ხოლო საქართველოს ნაკრები 94-ე პოზიციაზე. საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე  12 ოქტომბერს გამართავს. ,,ჯვაროსნები’’ თბილისში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში