საქართველოს ნაკრები დანიას უმასპინძლებს

08 სექტემბერი 2019, 14:11 429 ნახვა

დღეს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს ,,დინამო არენაზე’’ ჩაატარებს. საქართველო ,,დ’’ ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტს დანიას მასპინძლობს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება.

ამ გუნდებს შორის პირველი მატჩი 10 ივნისს დანიაში გამართა და მასპინძელთა გამარჯვებით 5:1 დასრულდა. დანიისა და საქართველოს ნაკრებები ერთმანეთს სულ 4 ჯერ შეხვდნენ . 3 მატჩში დანიელებმა იმარჯვეს ,ხოლო ერთი მატჩი ფრედ დასრულდა.

4 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს 3 ქულა აქვს და ბოლოს წინა მეოთხე ადგილზე იმყოფება  , ხოლო დანიის ეროვნული გუნდი 8 ქულით მეორე პოზიციაზეა.

ფიფას რეიტინგში დანიის ნაკრები მე-13 ადგილზე იმყოფება , ხოლო საქართველოს ნაკრები 94-ე პოზიციაზეა.
,,ტრანსფერმატკეტის’’ ინფორმაციით დანიის ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების საერთო  სატრანსფერო ფასი 338 მილიონი ევროა. საქართველოს ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების ჯამური სატრანსფერო ღირებულება კი 10-ჯერ ნაკრები 33 მილიონი ევროა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები შემდეგ მატჩს საკვალიფიკაციო ეტაპზე  12 ოქტომბერს გაიმართება. ,,ჯვაროსნები’’  ტბილისში ირლანდიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი / სტაჟიორი

ამავე კატეგორიაში