გზის ნაწილობრივი რეაბილიტაცია ქობულეთში

07 სექტემბერი 2019, 12:00 1023 ნახვა

ბობოყვათში, ჭონქაძის  ქუჩის მცხოვრებლები, წლებია გზის დაგებას  და სანიაღვრე არხის შეკეთებას ითხოვენ.  მოქალაქეების თქმით,  ქობულეთის მერიას განცხადებით 3 თვის წინ, სოფელ კვირიკეს გამგეობას კი რამდენიმე დღის წინ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. მათივე მტკიცებით, წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება შეუსრულებელია. მოსაზღვრე ჩხაიძის ქუჩას კი, სოფლის პროგრამის ფარგლებში რეაბილიტაცია  ჩაუტარდა.

და ახალი გზის საფარი დაიგო, თუმცა ამორტიზებულ, ჭონქაძის  ქუჩამდე ახალმა გზის საფარმა ვერ მიაღწია. ქობულეთის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, განაცხადეს და მხოლოდ წერილობითი ფორმით შემოიფარგლნენ და განმარტეს, რომ ჭონქაძის ქუჩის ის ნაწილი რომელიც ქალაქ ქობულეთის ეკუთვნის , რეაბილიტაცია და მოწესრიგება დასრულებულია.  ქუჩის გაგრძელება სოფელ კვირიკეს შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე საკითხი მუშავდება და ქუჩის დარჩენილი ნაწილის მოწესრიგება იგეგმება“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში