ევროკავშირი ადმინისტრაციულ საზღვრის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებზე

07 სექტემბერი 2019, 12:30 1128 ნახვა

საოკუპაციო ზოლის გასწვრივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკავშირმა, ვენაში, ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე.  „ევროკავშირი აქტიურადაა ჩართული გუგუტიანთკარისა და ჩორჩანა / წნელისის უაღრესად შემაშფოთებელ ბოლოდროინდელ მოვლენებში. რუსეთის მესაზღვრეების მხარდაჭერით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ ღობეების აღმართვა აბრკოლებს ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებას და მათი მთავარი საარსებო წყაროს - ხეხილის ბაღებისა და წყლის რესურსების ხელმისაწვდომობას აღკვეთავს.

დაძაბულობის შემცირებისა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის გამოწვევების გადასაჭრელად დიალოგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში, ჩვენ მივესალმებით ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მუშაობას და მოვითხოვთ გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის საქმიანობის განახლებას წინაპირობების და შემდგომი შეფერხების გარეშე. აღმაშფოთებელია, რომ ადამიანის უფლებები და ჰუმანიტარული მდგომარეობა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ქართულ რეგიონებში კვლავ უარესდება. ევროკავშირი კიდევ ერთხელ მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და დე-ფაქტო ხელისუფლებას შეწყვიტონ ქმედებები ამ მიმართულებით“-აღნიშნულია ტექსტში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში