ბათუმში რამდენიმე ქუჩას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

06 სექტემბერი 2019, 12:45 1270 ნახვა

ამ დროისთვის ბათუმში ტაბიძის, ლეონიძისა და რურუას ქუჩებზე მცხოვრებ აბონენტებს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებათ.

"სოკარ ჯორჯია გაზში" აცხადებენ, რომ შეფერხება სხვა კომპანიის მიერ გაზსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია.

"სოკარ გაზში" გვითხრეს, რომ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები და ბუნებრივი აირის მიწოდება საღამოს ექვსი საათიდან ეტაპობრივად დაიწყება."

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი