დღევანდელი შეხვედრა და დისკუსიები მარტივი არ იქნება - ირაკლი ანთაძე ერგნეთში შეხვედრაზე

06 სექტემბერი 2019, 12:51 1482 ნახვა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ტექნიკური ხასიათის შეხვედრა დაიწყო. როგორც ცნობილია შეხვედრაზე მხარეები სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელბენ. 

ჯგუფის ჩაშლილი შეხვედრის შემდეგ, ერგნეთში მესამე ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იმართება. შეხვედრა ერგნეთში ევროკავშირისა და ეუთო-ს შუამდგომლობით იმართება.

სავარაუდოდ, დღევანდელ შეხვედრაზე დე ფაქტო რეჟიმი ინიციატივას დააყენებს, ოკუპირებულ სოფელ წნელისსა და ჩორჩანას შორის ტერიტორიის უსაფრთხოების ზონად გამოცხადების შესახებ. ინიციატივაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენელმა, მურატ ჯიოევმა საინფორმაციო საშუალებებში ისაუბრა.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება სოფელ ჩორჩანასთან პოლიციის საგუშაგოს დაშლის საკითხს არ განიხილავს"-ამის შესახებ სუსის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

„ამგვარ განცხადებებზე ღიმილის მომგვრელია განცხადების გაკეთება. არსებობს ქართული სახელმწიფო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში და ნებისმიერი დისკუსია ამ თემაზე არის უადგილო. იქ საგუშაგოს ჩადგმა ემსახურება უსაფრთხოების გარემოს გაჯანსაღებას, საგუშაგო განაგრძობს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში"-განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ირაკლი ანთაძემ შეხვედრამდე ისიც განაცხადა, რომ დღევანდელი შეხვედრა და დისკუსიები მარტივი არ იქნებოდა.

ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი