პოლიციის შეურაცხყოფისთვის პირი საქორწილო ესკორტიდან აიყვანეს 

05 სექტემბერი 2019, 17:15 9857 ნახვა

ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო, საქორწილო ესკორტიდან ერთ-ერთი ავტომობილი გააჩერა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლს სამართალდამცველი ჯარიმას უწერდა, რა დროსაც მოქალაქემ პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და წინააღმდეგობა გაუწია.

მძღოლი ხულიგნობისა და დაუმორჩილებლობის გამო დააკავეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში