დღიდან მუნიციპალური ავტობუსები შეცვლილი მარშრუტით იმოძრავებენ 

05 სექტემბერი 2019, 11:35 2306 ნახვა

დღეიდან ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, ბაგრატიონისა და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებს შორის არსებულ მონაკვეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

ბათუმის მერიის ინფორმაციით,  შეზღუდვები სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება. ამის გამო დროებით იცვლება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობის სქემა. 

შეზღუდვის პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტი შემდეგი მარშრუტით იმოძრავებს:

N8 მუნიციპალური ავტობუსი - ლეონიძის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები;

N11 მუნიციპალური ავტობუსი - ბაგრატიონის, შარტავას, ორბელიანისა და ლერმონტოვის ქუჩები;

N42 მიკროავტობუსი - ორბელიანის, შარტავას, ბაგრატიონისა და ჯავახიშვილის ქუჩები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი