რეანომობილების დეფიციტი აჭარაში 

05 სექტემბერი 2019, 21:51 1537 ნახვა

რეანომობილი პეტიციის შედეგად - ხალხის ხმა დასჭირდა იმას რომ ამბროლაურისთვის კატასტროფის მანქანა გადაეცათ. ეს მხოლოდ მას შემდეგ რაც გაირკვა, რომ 16 წლის მოზარდის მდგომარეობა სწორედ გაუმართავი რეანომობილის გამო დამძიმდა. მოზარდი 2 დღის წინ გარდაიცვალა.

მსგავს, ფატალურად დასრულებულ შემთხვევებს მაღალმთიან აჭარაშიც იხსენებენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ სისტემა ცენტრალიზებულია. რეანომობილები საკმარისი რაოდენობისაა, თუმცა შესაძლოა გაუთვალისწინებელი შემთხვევა მოხდეს. აცხადებენ, რომ ყველაზე კრიტიკული დამწვრობის შემთხვევებია, რადგან რეგიონში, სადაც დამწვრობის ცენტრი არ არსებობს, ამ დროს ყველაზე ნათლად დგება რეანომობილის საჭიროება. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში