ავთანდილ წერეთლის სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო - ''ტვ-პირველის'' დამფუძნებლის საქმე

04 სექტემბერი 2019, 20:57 1486 ნახვა

ბრალდებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთლის სარჩელი მეორე ინსტანციის სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო. ამის შესახებ ბრალდებულის ადვოკატმა ''ტვ-პირველის'' ეთერში განაცხადა.

„თიბისი ბანკის“  საქმეზე ბრალდებულის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღკვეთის  ღონისძიებად შეფარდებული 500 ათას ლარიანი გირაო სააპელაციო წესით რამდენიმე დღის წინ გაასაჩივრა.

‘’სასამართლოს მიერ პროკურატურის მოთხოვნის სრულად გაზიარების ტენდენცია,  ამ საქმეზე გაგრძელდა სააპელაციო სასამართლოშიც, წარმოებაში მიღებაზე უარს არ ველოდი, სულ მცირე ჩვენი საჩივარი განხილვის ღირსი მაინც იყო, თუნდაც იმ არგუმენტებიდნ გამომდინარე რომელიც ჩვენ საჩივარში მოვიყვანეთ.

ეს არის ფაქტი, დღეს მივიღეთ აღნიშნული განჩინება, სააპელაციოს გადაწყვეტილება. გვრჩება 10 სექტემბრამდე დრო რომ მოხდეს ამ თანხით უზრუნველყოფა გირაოს ან უძრავი ქონებით.

სამართლებრივი ბრძოლა ახლა იწყება, წინ გველოდება სასამართლო განხილვები, ეს მტკიცებულება რომელიც დღეს პროკურატურას მიაჩნია საკმარისად ბრალისათვის, ჩვენ გვჯერა, რომ სასამართლოში დავადასტურებთ ამ მტკიცებულებების საფუძველზე ადამიანის დამნაშავედ ცნობა არ შეიძლება და ავთანდილ წერეთელი არის უდანაშაულო.''- ამბობს კახა წერეთელი

თბილისის საქალაქო სასამართლომ ავთანდილ წერეთელს ნახევარ მილიონიანი გირაო 27 აგვისტოს შეუფარდა.

პროკურატურა ავთანდილ წერეთელს, „თიბისი ბანკის“  დამფუძნებლებისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით  დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში