სამტრედიაში, ნავთობბაზაზე ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია /ფოტოამბავი/

04 სექტემბერი 2019, 17:33 1320 ნახვა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი საწვავით სავსე1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე. ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა.

მეხანძრეებმა  17 რეზერუარზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე დროულად აღმოფხვრეს და ხანძრის სწრაფად ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთოდით.

ადგილზე 70-მდე მეხანძრე - მაშველი და 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში