არაადაპტირებულ რკინიგზის სადგურში უსინათლოს ჯოხი დაუზიანდა - ადმინისტრაცია უსინათლოს არ შეხვდა

04 სექტემბერი 2019, 14:31 1659 ნახვა

ბათუმში, რკინიგზის სადგურში დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „უსინათლოთა ხმის“ ხელმძღვანელი ალექსი წეველიძე დაზარალდა.  სადგურში, უსინათლოთა ბილიკის არ არსებობის გამო, მას დამოუკიდებლად გადაადგილებისთვის საჭირო სპეციალური უსინათლოთა ჯოხი დაუზიანდა.

"გადავადგილდებოდი სადგურში, მივდიოდი ჩემს გზაზე და თეთრი ხელჯოხით, რომელითაც უსინათლო, ჩემნაირი ადამიანები გადაადგილდებიან. აქ, რომ იყოს სპეციალური ბილიკი, რომლითაც უსინათლო ივლის, ამ ჯოხის ტერიტორიის შემოწმების საჭიროება აღარ მექნება, მეცოდინება, რომ არავის და არაფერს დავეჯახები და ჩემ გზაზე ვივლი.  ადამიანს, რომ არ დავჯახებოდი ჯოხს იქეთ აქეთ ვამოძრავებდი, სავარაუდოდ შუშას ან კედელს მოვარტყი და ჯოხი გადატყდა. მე კიდე, დამოუკიდებლად ვერ გადავადგილდები მის გარეშე," - გვითხრა ალექსი წეველიძე.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სადგურში ადაპტირებული გარემოს შექმნისთვის სადგურის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდა, თუმცა მას არავინ შეხვედრია.

„საქართველოს რკინიგზის“ პრესსამსახურში  აცხადებენ, რომ ბათუმი ცენტრალის სადგურის შენობა კერძო საკუთრებაა და მასში ადაპტაციის თუ სხვა პროექტებს საქართველოს რკინიგზა ვერ უზრუნველყოფს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში