70-მა მეხანძრემ ნავთობით სავსე რეზერვაურების აფეთქებადე ხანძრის ჩაქრობა მოასწრო

04 სექტემბერი 2019, 11:43 9422 ნახვა

სამტრედიაში ნავთობბაზაზე ცეცხლი საწვავით სავსე1000 ტონიან, რეზერვუარს გაუჩნდა. არსებობდა ცეცხლის სხვა რეზერვუარებზე გავრცელების საფრთხე. ბაზის ტერიტორიაზე 17 რეზერვუარია, ჯამში 32 000 ტონა საწვავით, რაც დამატებით საშიშროებას წარმოქმნიდა.

 

მეხანძრეებმა  17 რეზერუარზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე დროულად აღმოფხვრეს და ხანძრის სწრაფად ლოკალიზება შეძლეს. ხანძრის ლოკალიზების შემდეგ გაგრძელდა სალიკვიდაციო სამუშაოები, ქაფის და დაგრილების მეთოდით.

ადგილზე 70-მდე მეხანძრე - მაშველი და 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა.

გამოძიება სსკ 187 მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამ დროისთვის ნავთობ ბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში