"ხალხს გვითხრეს, რომ ფეხზე გვკიდია თქვენი პროტესტი"- სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტში არ შეუშვეს

04 სექტემბერი 2019, 11:11 1382 ნახვა

პარლამენტში სამოქალაქო აქტივისტები არ შეუშვეს. ისინი საკანონმდებლო ორგანოს წინ დღეს დილიდან შეიკრიბნენ, თუმცა  დაცვის თანამშრომლებმა ჯერ მათ განუცხადეს, რომ საშვთა ბიუროს საშვების გაცემის მხრივ პრობლემა ჰქონდა, მოგვიანებით კი დაცვის თანამშრომელმა უთხრა, რომ თამარ ჩუგოშვილის გადაწყვეტილებით, ისინი პარლამენტის შენობაში არ დაიშვებოდნენ.

სამოქალაქო აქტივისტები გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრად წარდგენას აპროტესტებენ.  მათი განმარტებით,  20 ივნისის ღამის შემდეგ, გახარია უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან და მისცემოდა პასუხისმგებლობაში, რის ნაცვლადაც ის დააწინაურეს.

"გვაქვს კითხვები, გვინდა რომ პასუხი გაგვცენ და ამ კითხვებს ისინი გაურბიან. ამას ვაპროტესტებთ და ეს პროტესტი გაგრძელდება. ქართველ ხალხს ფაქტიურად ამ გადაწყვეტილებით უთხრეს, რომ ფეხებზე გვკიდია თქვენი მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენც ფეხებზე გვკიდია არ გავჩერდებით, არ დავიღლებით. მივალთ ყველგან სადაც მივლენ, შევაწუხებთ და გავაპროტესტებთ იმას რასაც ისინი აკეთებენ"- ამბობს სამოქალაქო აქტივისტი ნიკა ფარულავა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში