პროტესტი გიორგი გახარიას დაწინაურების გამო

03 სექტემბერი 2019, 21:08 1319 ნახვა

დაწინაურებული გახარია, მობრუნებული ღარიბაშვილი და სუს-იდან შსს-ში გადაყვანილი გომელაური - პრემიერობის კანდიდატის სამთავრობო გუნდს კენჭს პარლამენტი კვირას, 8 სექტემბერს უყრის. უმრავლესობა ერთსულოვნებაზე და საუკეთესო გადაწყვეტილებაზე საუბრობს, ოპოზიცია კი ფაქტს საზოგადოების შეურაცხყოფას უწოდებს. უფრო  მეტიც, ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით გახარიას გაპრემიერებით „ქართული ოცნება“ გავრილოვის მოსაწონ მთავრობას ქმნის.

სწორედ „გავრილოვის ღამეა“ ის მთავარი რის გამოც საზოგადოების ნაწილი გახარიას დაწინაურებას ეწინააღმდეგება. ბიძინა ივანიშვილის თქმით კი მან ეს პოსტი დაიმსახურა. დამსახურებად მიჩნეულს დანაშაულს უწოდებენ აქტივისტები. სწორედ ამიტომ აქცია საქართველოს პარლამენტთან 7 საათიდან განახლდა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში