საპროტესტო აქციის, „სირცხვლია“-ს მონაწილე აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ

03 სექტემბერი 2019, 18:07 1078 ნახვა

საპროტესტო აქციის, „სირცხვლია“-ს მონაწილე აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოსთან დილიდან შეიკრიბნენ. პარლამენტის შენობასთან პერიოდულად იძაბებოდა სიტუაცია. მათმა ნაწილმა პარლამენტის შენობაში შესვლაც შეძლო.

პრესისთვის განკუთვნილი ლოჟიდან შეძახილებით და საყვირებით გააპროტესტეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიას წარდგენა. მანამდე "სირცხვილია"-ს მონაწილეებმა პარლამენტთან "სირცხვილის დერეფანი" მოაწყვეს.  

ხმაურითა და სასტვენებით სხდომის დაწყებას ხელი შეუშალეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმაც. სირცხვილიას აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციას პარლამენტის წინ 7 საათზე განაახლებენ. 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში