მახინჯაურში მაშველებმა ახალგაზრდა კაცი ზღვიდან გამოიყვანეს

03 სექტემბერი 2019, 13:37 544 ნახვა

მახინჯაურში, სანაპიროზე ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარების ბრიგადა მივიდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მაშველებიც. 

 35 წლის კაცს მაშველების დახმარება დასჭირდა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა კაცი ზღვაში სანაპიროდან საკმაოდ შორს გავიდა, შემდეგ კი უკან გამოსვლას ვეღარ ახერხებდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების განცხადებით, მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. 

 

 

ფოტო:არქივი

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში