საკადრო ცვლილებები მთავრობაში

03 სექტემბერი 2019, 12:04 1685 ნახვა

მთავრობის კაბინეტში ბრუნდება ყოფილი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვახტანგ გომელაურს ჩააბარეს. თავდაცვის ყოფილის მინისტრი ლევან იზორია კი უსაფრთხოების საბჭოს უხელმძღვანელებს.

ქვეყნის პრემიერ -მინისრობის ახალი კანდიდატი უკვე დასახელდა. გიორგი გახარია მეხუთე „ქართული ოცნების“  პრემიერი იქნება.   გიორგი გახარია შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 2 წელია ხელმძღვანელობდა.  პარალელურად ვიცე-პრემიერი.  
 

მანამდე  მას 1 წლის განმავლობაში ეკონომიკისა მინისტრის პოსტი ეკავა. იყო საქართველოს ბიზნესობუდსმენი. 2008 - 2013 წლებში იყო  ბიზნესის განვითარების დირექტორი აღმოსავლეთ ევროპაში, დსთ-ს ქვეყნებსა და რუსეთის ფედერაციაში.

გახარიას  შსს მინისტრობის პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებელი იყო სპეც ოპერაცია ნესკრაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ, სპეცოპერაცია  ბასიანში,მინისტრის ბოდიში რუსთაველზე  და გავრილოვის ღამე, სადაც უკვე 76-ე  დღეა მინისტრ გახარიას გადადგომას ითხოვენ. გეტყვით, კიდევ ერთი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში ირაკლი ღარიბაშვილი ბრუნდება. ის თავდაცვის მინისტრის პორტფელს ჩაიბარებს და იზორიას შეცვლის.

ღარიბაშვილი 33 წლის იყო როდესაც პრემიერ -მინისტრის პოსტს გამოემშვიდობა. მაშინ მას პარტიის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა  მადლობა გადაუხადა და გადაგომის ოფიციალურ მიზეზი არ დასახელებულა.

არაოფიციალურად  კი მედიამ  ღარიბაშვილის გადადგომა  ე.წ კახური კლანის არსებობას დაუკავშირა . 2012 წელს კი ქართული ოცნების ხელისუფლებამ ღარიბაშილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა ჩააბარა.

ვახტანგ გომელაური კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ხდება. იგი 2012 წელს შსს პოლიციაში მუშაობდა. 2013 წლამდე ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო. 2013-2014 წლებში შსს მინისტრის მოადგილე. 2015 წელს კი შსს მინისტრი გახდა. ჩატაევის საქმე  და სპეცოპერაცია თბილისში. ასევე მაჩალიკაშვილის საქმე.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში