ოპოზიციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს

02 სექტემბერი 2019, 18:45 1037 ნახვა

ოპოზიციის  რეზოლუციის პროექტს,  რომელიც 20 ივნისს პარლამენტში დუმის დეპუტატის გავრილოვის ჩამოყვანასთან დაკავშირებით მომზადდა, მხარი არ დაუჭირეს. აჭარის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროექტი პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის მიუღებლად მიიჩნიეს. რეზოლუციის ინიციატორები ელგუჯა ბაგრატიონი, ასმათ დიასამიძე, გია აბულაძე, მერაბ ბლადაძე, გიორგი ცინცქილაძე, გიორგი დიასამიძე და პეტრე ზამბახიძე არიან. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში