სამგზავრო მატარებელი ამჯერად ფოთში მოხატეს - ფაქტზე გამოძიება დაიწყო

02 სექტემბერი 2019, 10:57 682 ნახვა

2 სექტემბერს, გვიან ღამით, ფოთი-თბილისის მატარებელი (GRT) დაუდგენელმა პირებმა მოხატეს.

უცნობმა არტისტებმა ვაგონის მთელი კედელი მოხატეს. „საქართველოს რკინიგზამ“ რეაგირებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა და გამოძიება დაწყებულია.

ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როცა ჩვენთვის ხდება ცნობილი street Art-ის მოყვარულების მიერ, ჩქაროსნული მატარებელი მოხატვის. მანამდე თბილისი-ბათუმის ახალი ჩქაროსნული მატარებლის ვაგონები გააფერადეს. სპრეებით გაკეთებული ნახატი, რკინიგზის ადმინისტრაციამ ვანდალიზმად შეაფასა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

პოპულარული

ამინდი