ბათუმის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა

02 სექტემბერი 2019, 12:28 835 ნახვა

ბათუმის დრამატულ თეატრში კლასიკური მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. პირველ კონცერტზე  ბეთჰოვენის ნაწარმოებები  გაჟღერდა. სპეციალურად ამ კონცერტისთვის იტალიელი გიტარისტი  კლაუდიო პიასტრა ჩამოვიდა.  „შავი ზღვის ხელოვნების ფესტივალს“ ბათუმი ათი დღის განმავლობაში უმასპინძლებს. პიანისტ  ელისო ბოლქვაძის  მიერ დაარსებული ფესტივალი  წელს  მეშვიდედ  ტარდება.

წლევანდელი ფესტივალი  თემატურად განსხვავებულია. მოეწყობა  გამოფენა, პოეზიის საღამო  და წიგნის პრეზენტაცია, ასევე  არტ-ბანაკი ახალგაზრდებისათვის. შავი ზღვის ფესტივალი ერთადერთი  კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც  იუნესკოს პატრონაჟით ტარდება.  ფესტივალის ფარგლებში კონცერტები ზუგდიდსა და ჩოხატაურშიც გაიმართება. 10 სექტემბერს ახალგაზრდა ვირტუოზების კონცერტით  ბათუმში დასრულდება. 

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი