მამაკაცი, რომელიც აკრძალულ ზონაში გავიდა, ზღვიდან მაშველებმა გამოიყვანეს 

31 აგვისტო 2019, 20:31 2626 ნახვა

ქობულეთში, სანაპიროზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და საგანგებო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულები. 

მაშველებს პლაჟზე მყოფმა მოქალაქეებმა მიმართეს. თვითმხილველების თქმით, მამაკაცი ზღვაში, სანაპიროდან ძალიან შორს გავიდა  და სპეციალურ ამკრძალავ ტივტივებს გასცდა.

მოქალაქეებს ეგონათ, რომ ტურისტი სანაპიროზე გამოსვლას ვერ ახერხებდა და შესაბამისს სამსახურს დახმარებისთვის მიმართეს.

სანაპიროზე მალევე მედიკოსებიც მივიდნენ. 

მაშველების მოთხოვნის მიუხედავად მამაკაცი აკრძალული ზონიდან დიდხანს არ გამოდიოდა. 

რამდენიმე წუთის წინ, ის სკუტერით სანაპიროსთან გამოიყვანეს. 

''გვეგონა, რომ იხრჩობოდა, ან რამე პრობლემა ჰქონდა და სანაპიროზე უკან ვერ ბრუნდებოდა. მაშველებს დავუძახეთ. ძალიან შორს გავიდა. ''წითელ ბურთებს'' გასცდა, ვიცით, რომ აღნიშნული ზონის მიღმა გასვლა არ შეიძლება'' - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ერთ-ერთმა მოქალაქემ. 

მამაკაცი თავს კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში