წნელისთან ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს

31 აგვისტო 2019, 14:17 1480 ნახვა

„სოფელ წნელისთან პოლიციის ბლოკ-პოსტს ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებაც განათავსებს“  - ამის შესახებ ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა.

იგი სოფლის მოსახლეობას შეხვდა და ჰუმანიტარული ოპერაცია დააანონსა.  დე ფაქტო ხელისუფლება, 2008 წლის ტრაგიკული მოვლენების შესაძლო განმეორებაზე საუბრობს ბიბილოვის  თქმით, მესაზღვრეები  სოფლის მთელ პერიმეტრზე განთავსდებიან,   პარალელურად  ოსური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ    წნელისში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის დროშაა აღმართული.  

მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის“ე.წ „საელჩო “ კი რუსეთში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს, ასევე შვეიცარიის საელჩოს,  ჩორჩანასა და  წნელისს შორის ქართული პოლიციის ბლოკპოსტის დადგმის თაობაზე აწვდის საკუთარ ვერსიას.

„სინანულით აღვნიშნავთ, რომ კონსტრუქციული დიალოგით საქართველოს დაინტერესებლობამ და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის ევროკავშირისა და ეუთო-ს მხრიდან სათანადო რეაქციის არარსებობამ შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს 2008 წლის აგრესიის მსგავსი ტრაგიკული მოვლენების გამეორება - ნათქვამია  ე.წ. საელჩოს განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი