აბიტურიენტებმა რეგისტრაციის გასავლელად უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უნდა მიმართონ

31 აგვისტო 2019, 13:15 1765 ნახვა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვეს მოუწოდებენ დადგენილ ვადებში, სათანადო დოკუმენტაციით მიმართონ იმ უმაღლეს სასწავლებლებს სადაც მოხვდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩაითვლებიან ისინი ჩარიცხულად. 

გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ყოფილა შემთხვევები, როცა აბიტურიენტებს ეგონათ, რომ შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ისინი ავტომატურად ჩარიცხულად ითვლებოდნენ,  სასწავლო პროცესის დაწყების შემდეგ კი  აღმოაჩენენ, რომ ეს ასე არ არის.

2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება რეგისტრირებული 41 000 აპლიკანტიდან  28740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში