თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე - რუსეთის საგარეო უწყება

31 აგვისტო 2019, 11:15 1693 ნახვა

საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის საზღვართან დაძაბულობის ესკალაციის გამო, რუსეთის საგარეო უწყება შეშფოთებას გამოთქვამს. მიზეზად რუსული მხარე, ქართული პოლიციის საგუშაგოს მშენებლობას ასახელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ეს პროვოკაციული ქმედებები განხორციელებულია იმ ფონზე, როდესაც თბილისმა არაერთგზის თქვა უარის ცხინვალის წინადადებაზე, დაიწყოს საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციაზე მოლაპარაკებები.

„ამ ვითარებაში სამხრეთ ოსეთი ცდილობს შექმნას უსაფრთხოების პირობები მოსახლეობისთვის, რაც არის მათი სუვერენული უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსი.ბოლო თვეებში თბილისი მიზანმიმართულად ამძაფრებდა დაძაბულობას საზღვარზე პროვოკაციული აქციებით და პოლიტიკურ-პროპაგანდისტული კამპანიით, რომელიც დასავლეთის მხარდაჭერით ხორციელდებოდა.

მოვუწოდებთ მხარეებს, გამოიჩინონ თავშეკავება და გააგრძელონ სადავო საკითხების კონსტრუქციულ რეჟიმში განხილვა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის და ჟენევის დისკუსიების ფარგლებში“,- აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში