ბათუმში 666 გრამი ოქროს და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის არადეკლარირებული ნაკეთობები ამოიღეს

30 აგვისტო 2019, 17:29 1704 ნახვა

ბათუმში, საქართველოს  მოქალაქის მართვის ქვეშ არსებულ ავტომობილში არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ, 666,12 გრამი ოქროს საიუველირო და 2 კილოგრამზე მეტი ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს.

არადეკლარირებული საქონელი ბათუმის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში მებაჟე ოფიცრებმა ავტომობილის რენტგენო-სკანერით დათვალიერების შედეგად იპოვეს.

აღნიშნული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 19912.51 ლარი შეადგინა. ამასთან, ავტომობილში აღმოჩენილი იქნა არადეკლარირებული 72 ცალი ჩილიმის არომატორი, რომლის საერთო ღირებულება 2770 ლარს შეადგენდა.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში