კახა ქემოკლიძე - დე ფაქტო წარმომადგენლებთან შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა, ბლოკ პოსტი რჩება

30 აგვისტო 2019, 16:34 1407 ნახვა

სოფელ ჩორჩანასთან დე ფაქტო ცხინვალისა და რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც ქართული მხარე აცხადებს, შეხვედრამ კონსტრუქციულად ჩაიარა. 

„შეხვედრა საკმაოდ კონსტრუციულ გარემოში წარიმართა და ეს ცალსახად მნიშვნელოვანი და წინგადადგმული ნაბიჯია. მხარეები შევთანხმდით, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯები ვითარების დეესკალაციისკენ. ამის მოწოდება გაიზიარა ფაქტობრივად ყველა წარმომადგენელმა“, - განუცხადა ჟურნალისტებს უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, კახაბერ ქემოკლიძემ. 

მისი განცხადებით, მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, შეხვედრის საერთო პათოსი და მიზანი ემსახურებოდა ვითარების სრულ დეესკალაციას და განმუხტვას. შემდეგი კვირის დასაწყისში გაიმართება კიდევ ერთი ტექნიკური შეხვედრა გაიმართება, ამჯერად უკვე სოფელ ერგნეთში.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში