სახელმწიფო გრანტი წელს 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა

30 აგვისტო 2019, 11:40 2072 ნახვა

2019 წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება  28740-მა აბიტურიენტმა მოიპოვა, რაც უმაღლეს სასწავლებლებში გამოცდებზე რეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 71%-ია.

სახელმწიფო გრანტი 6546-მა სტუდენტმა მოიპოვა. მათგან 100%-იანი გრანტი 1011-მა აბიტურიენტმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება მიიღო 1455-მა აპლიკანტმა, ხოლო 50%-იანი დაფინანსება 4083-მა.

 სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე კი 4777 სტუდენტი ჩაირიცხა.

ქართულ ენაში მომზადების პროგრამაზე ჩაირიცხა 1335 აბიტურიენტი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული 41 000 აპლიკანტი  იყო.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში