ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მესამე წრეში გავიდა

30 აგვისტო 2019, 01:01 2395 ნახვა

ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობის მეთექვსმეტედფინალშია. ბასილაშვილმა  მეორე წრეში 18 წლის ამერიკელი ჯეისონ ბრუსკბი ოთხ სეტში 3:6 , 7:6 . 7:5 , 6:2 დაამარცხა.

ნიკოლოზი მესამე წრეში გერმანელ დომენიკ კიოპფერს დაუპირისპირდება. 25 წლის გერმანელი ჩოგბრუთელი მსოფლიოს 118-ე ჩოგანია. ნიკოლოზ ბასილაშვილი კი ამ დროისთვის 15-ე ადგილზე იმყოფება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში