ბსუ-ში საზაფხულო სკოლა დასრულდა

31 აგვისტო 2016, 00:00 4387 ნახვა

საზაფხულო სკოლა სახელწოდებით “დიგიტალური ჰუმანიტაცია - ენისა და კულტურის ელექტრონული დოკუმენტაცია” დასრულდა. სტუდენტები 7 დღის განმავლობაში ქართველი და ევროპელი მეცნიერების თეორიულ ლექციებს უსმენდნენ, ჩატარდა საერთაშორისო ვორქშოპი ენათა დოკუმენტაციის საკითხებზე. საზაფხულო სკოლა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ გოეთეს უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტია.

ნუცა ჩხაიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში