პრემიერის ვიზიტი აზერბაიჯანში

31 აგვისტო 2016, 00:00 3440 ნახვა

“ჩვენ გვაერთიანებს პროექტები ტრანსპორტის და ენერგეტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით ხორციელდება და სარგებელი მოაქვს ჩვენი ქვეყნებისთვის და ხალხისთვის”- ასე  მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს პირისპირ შეხვედრისას. ალიევის და კვირიკაშვილის პირისპირ შეხვედრა "ზაგულბას" სასახლეში გაიმართა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა. საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობა, ერთობლივი პროექტები და რეგიონში არსებული ვითარება იყო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს, რომლებსაც საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივად ახორციელებენ. განსაკუთრებით აღინიშნა სამხრეთის ბუნებრივი აირის დერეფნისა და ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტები, ასევე, ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია.

ამავე კატეგორიაში