დეპუტატმა მოქალაქეს სოციალურ ქსელში აგინა

29 აგვისტო 2019, 15:14 4777 ნახვა

უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა "პატრიოტთა ალიანსიდან", მერაბ ბლადაძემ სოციალურ ქსელში მოქალაქეს შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა, შემდეგ კი ბილწსიტყვაობის შემცველი კომენტარები წაშალა.  სტატუსი საკუთარ ფბ გვერდზე ჰქონდა გამოქვეყნებული, სადაც ერთ-ერთი მომხმარებელი ქალი პოლემიკაში შევიდა.

დისკუსიის დროს დეპუტატმა მოქალაქეს გინებით უპასუხა და სთხოვდა მალე წაეკითხა, ვიდრე დაბლოკავდა - შეურაცხმყოფელი დიალოგის ფოტო TV 25-მა გაავრცელა.   

"როგორ შეიძლება ვიფიქრო, რომ საჯარო სივრცეში გინება ნორმალურია? არასწორი იყო ნამდვილად ჩემი მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი.  მაგრამ ძალიან გამომიყვანა ამ ქალმა წყობიდან (იგულისხმება მოქალაქე, რომელსაც შეაგინა დეპუტატმა), ძალიან ყოჩაღი ყოფილა" - გვითხრა მერაბ ბლადაძემ. მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა, თუმცა მოქალაქეს პატიებას არ სთხოვს.  

რაც შეეხება საჯარო პირების მხრიდან გინების ფაქტებს, დეპუტატი ამბობს, რომ ამის სტიმული გვარამიამ მისცა და კარგი იქნება, საჯარო სივრცეში გინების ფაქტი, კანონმა დაარეგულიროს.  

"ნამდვილად ცუდი ტენდენციაა, საჯარო სივრცეში გინების სტიმული გვარამიამ მოგვცა, არაა ეგ ნორმალური მაგრამ ხდება ასეც. ამიტომ, ალბათ რაღაც კანონი უნდა მივიღოთ საჯარო სივრცეში გინების წინააღმდეგ კანონმდებლებმა, თუმცა პირველად ეს ჩვენ უნდა გავაკონტროლოთ ადამიანებმა. ზოგს ავიწყდება, რომ დეპუტატებიც ადამიანები ვართ დ ხანდახან ვბრაზდებით" - ამბობს დეპუტატი.   

საჯარო სივრცეში, რამდენიმე დღს წინ უხამსი კომენტარი ბათუმის საკრებულოს დეპუტატმა "ქართული ოცნებიდან", ირაკლი პატარაძემ დაწერა.  დეპუტატმა "რუსთავი 2" ჟურნალისტებს აგინა, შემდეგ კი ამის გამო ბოდიში მოიხადა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში