3 სექტემბერს პარლამენტარებს სირცხვილის კორიდორში გაატარებენ

29 აგვისტო 2019, 11:36 1241 ნახვა

3 სექტემბერს, პარლამენტის შენობის ყველა შესასვლელთან, აქცია „სირცხვილიას“ მონაწილეები დეპუტატებს „სირცხვილის კორიდორს“ მოუწყობენ.

ერთ-ერთი ორგანიზატორის გიგა მაქარაშვილის თქმით, აქციაში  ყველა ის ადამიანი მიიღებს მონაწილეობას, ვისაც აღარ უნდა, რომ „აბსურდში იცხოვროს“. მისივე თქმით, პარლამენტარების დახვედრის ცერემონია 11:00 საათზე დაიწყება, 19:00 საათზე კი, პარლამენტის შენობის წინ, გადაცემა „სირცხვილიას“ ნაცვლად, აქცია გაიმართება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი