ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან დამარცხდა

28 აგვისტო 2019, 21:02 1806 ნახვა

ბათუმელი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ჩეხ კაროლინა პლისკოვასთან ორ სეტში 1:6 / 4:6 დამარცხდა.  
შეხვედრა თბილისის დროით 20 საათზე დაიწყო.

მარიამის მეტოქე 27 წლის გამოცდილი ჩოგბურთელი ერთეულთა თანრიგში მსოფლიოს მე-3 ჩოგანია, მარიამი ამ დრომდე 202-ე ჩოგანი იყო, თუმცა მან  აღნიშნული შეჯიბრების საკვალიფიკაციო ეტაპის და პირველი წრის წარმატებით გავლის შემდეგ რეიტინგში 50 ადგილით წინ წაიწია.

დიდი სლემის ტურნირზე მარიამი პირველად ასპარეზობს,  სწორედ ამ ტურნირზე მიიპყრო მან მსოფლიოს ყურადღება. 

მარიამს დღეს ქალთა საერთაშორისო ასოციაციამ ვრცელი სტატია მიუძღვნა, სადაც წერია, რომ „ის არსაიდან მოვიდა და დიდი სცენისთვის უკვე მზად არის და ახლა ის მომენტი დგება, რისთვისაც შრომობდა და რასაც გეგმავდა“.

ბათუმელ ჩოგბურთელს წარმატება მწვრთნელებმა  პატარა ასაკიდანვე უწინასწარმეტყველა მაშინ ის 8 წლის იყო და ბათუმის საჩოგბურთო კორტებზე ვარჯიშობდა. მარიამის  დღევანდელ და გასულ ასპარეზობას აჭარის ჩოგბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ ასათიანი აფასებს.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში